დღე 1 თბილისი / თელავი / სიღნაღი
საუზმის შემდეგ გავემგზავრებით აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც დავაგემოვნებთ განთქმულ ქართულ ღვინოს. მოვინახულებთ წინანდლის ღვინის მარანს და ალ. ჭავჭავაძის სახლმუზეუმს. თელავი კახეთის ადმინისტრაციული ცენტრი და მთავარი ქალაქია. თელავის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. თელავში მოვინახულებთ მეფე ერეკლე II–ის სახლმუზეუმს და გავემგზავრებით ძველი და ახალი შუამთის მონასტრების (5 – 17 სს) მოსანახულებლად. შემდეგი ჩვენს დღევანდელ პროგრამაში არის იყალთოს მონასტერი და აკადემია, რომელიც მე–6 საუკუნეში დააარსა არსენ იყალთოელმა. დღევანდელი ტაძარი კი 11 საუკუნეს განეკუთვნება. ალავერდის საკათედრო ტაძარსა და გრემის ეკლესიას მოვინახულებთ დღის დასასრულს. ამის შემდეგ გავემგზავრებით სიყვარულის ქალაქ სიღნაღში, რომელიც საქართველოს ერთ–ერთი პატარა ქალაქია და ცნობილია მისი ხალიჩებითა და არომატული ღვინით.
ღამისთევა სიღნაღში
დღე 2 სიღნაღი / მცხეთა / თბილისი
საუზმის შემდეგ მოვინახულებთ ბოდბის დედათა მონასტერს. 1 ივნისს საქართვეელოს მერთლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმ. ნინოს შემობრძანებას საქართველოში. მისი საფლავი მდებარეობს ბოდბის ტაძარში, ხოლო წმ. ნინოს ვაზის ჯვარი ქართული ქრისტიანობის სიმბოლოა. ამის შემდეგ გავემგზავრებით საქართველოს ანტიკურ დედაქალაქ მცხეთაში, რომელიც იუნესკოს კულტურულ ძეგლთა დაცვის ქვეშ იმყოფება. აქ ვეწვევით ჯვრის მონასტერს (მე–6 ს.) და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს (11–ე ს), სადაც დამარხულია ქრისტეს პერანგის ფრაგმენტი. დავტოვებთ მცხეთას და გავეგზავრებით საქართველოს მშვენიერ დედაქალაქ თბილისში. მეტეხის ტაძარი(13–ე ს), ძველი თბილისი, აბანოთ უბანი, ნარიყალას ციხესიმაგრე (მე–4 ს), სიონის საკათედრო ტაძარი (13–ე ს), ანჩისხატის ეკლესია (მე–6 ს) და დღის დასასრულს გრანდიოზული წმ. სამების საკათედრო ტაძარი (მე–2 ათასწლეული), ეს ღირშესანიშნაობები მოგხიბლავთ თავისი სიძველით, სიდიადითა და უნიკალურობით.
ღამისთევა თბილისში
დღე 3 თბილისი / გორი / ბორჯომი / ბაკურიანი
საუზმის შემდეგ გავემგზავრებით გორში. ქალაქი დააარსა საქართველოს უდიდესმა მეფემ– დავით აღმაშენებელმა (1089 – 1125). გზად მოვინახულებთ სამთავისის ტაძარს (მე–11 ს). პირველი მონასტერი ამ ადგილად დაუარსებია ერთ– ერთ ასურელ მამას ისიდორეს 572 წ, ხოლო ახლანდელი ტაძარი მე–11 საუკუნეს მიეკუთვნება. ამის შემდეგ ვეწვევით იოსებ სტალინის სახლმუზეუმს და გავემგზავრებით უფლისციხის ანტიკური ქალაქის მოსანახულებლად. ქალაქში გადიოდა შიდა გზები, აქვე ფუნქციონირებდა აფთიაქი, თეატრი. შემორჩენილი დარბაზები მიუთითებენ იმაზე, რომ უფლისციხე კარგად განვითარებულ სტრატეგიულ სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა ანტიკური ეპოქის საქართველოში. დავტოვებთ უფლისციხეს და გავემგზავრებით ბორჯომში, სადაც გვექნება თავისუფალი დრო, რათა დავტკბეთ ბორჯომის პარკითა და უნიკალური მინერალური წყლით.
ღამისთევა ბაკურიანში...
დღე 4 ბაკურიანი / ვარძია / ქუთაისი
საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ვარძიაში. გზად მოვინახულებთ ხერთვისის ციხეს (9–10–ე სს.). ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი დაარსდა მეფე გიორგი III– ის მეფობის ხანაში და განვითარდა მისი მემკვიდრის, თამარ მეფის ეპოქაში. თავდაპირველად ვარძიას სასაზღვრო ზოლის დამცავი ციხესიმაგრის როლი უნდა შეესრულებინა, მაგრამ მიწისძვრის შედეგად გამოქვაბულები დაზიანდა და ვარძიაც სამონასტრო კომპლექსად ჩამოყალიბდა. კომპლექსისი შუაგულში მდებარეობს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი უნიკალური ფრესკებით, მეფე გიორგისა და თამარის გამოსახულებით. ამის შემდეგ გავემგზავრებით იმერეთის რეგიონის დედაქალაქ ქუთაისში, რასთანაც დაკავშირებულია მითი არგონავტების შესახებ, სწორედ ქუთაისი იყო ამ მითის თანახმად მითიური მეფე აიეტის სატახტო ქალაქი. საღამოს მოვინახულებთ ბაგრატის ტაძარს (11–ე ს.)
ღამისთევა ქუთაისში
დღე 5 ქუთაისი / ზუგდიდი / მესტია
საუზმის შემდეგ მოვინახულებთ გელათის ტაძარს, აკადემიას და აგრეთვე მოწამეთას მონასტერს. ამის შემდეგ ვტოვებთ იმერეთის რეგიონს და გავემგზავრებით სამეგრელოსაკენ. ზუგდიდის დადიანების სასახლე არის ჩვენი მომდევნო გაჩერების ადგილი . მუზეუმის დათვალიერების შემდეგ გავემგზავრებით საქართველოს ერთ–ერთ ულამაზეს მხარე– სვანეთში. გზად შევჩერდებით ენგურის წყალსაცავთან, რომელიც ამიერკავკასიაში უდიდესია.
ღამისთევა მესტიაში...
დღე 6 მესტია / უშგული / მესტია
საუზმის შემდეგ გავემგზავრებით უშგულში, მოვინახულებთ ლაღამის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას ( 7–12 –ე სს), ნაკიფარის ეკლსიას და სვანურ საცხოვრებელ კოშკებს. ვეწვევით აგრეთვე უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმს. უშგული ევროპაში უმაღლეს დასახებულ პუნქტად ითვლება( 2200 მ ზ.დ) და იუნესკოს ძეგლთა დაცვის ქვეშ იმყოფება.
ღამისთევა მესტიაში
დღე 7 მესტია / ბათუმი
საუზმის შემდეგ მოვინახულებთ ლატალისა და ლენჯერის ეკლესიებს (8–ე, 9–ე, მე–14 სს), რომელიც სადად, დეკორაციების გარეშე ქვით არის ნაშენები. შემდეგ ვტოვებთ სვანეთს და გავემგზავრებით საქართველოს ერთ – ერთ ულამაზეს ქალაქ ბათუმში. აქ გექნებათ თავისუფალი დრო, რათა დატკბეთ ქალაქის ხედებითა და თვალწარმტაცი სანაპირო ზოლით.
ღამისთევა ბათუმში
დღე 8 ბათუმი / თბილისი
საუზმის შემდეგ მოვინახულებთ, გონიოსა და პეტრას ციხეებს, ბოლოს ბათუმის უმშვენიერეს ბოტანიკურ ბაღს. საღამოს დავტოვებთ ბათუმს და გამოვემგზავრებით თბილისში.
ტურის დასასრული

დაწვრილებითი ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად
პაკეტი მოიცავს:
ქვეყნისშიდა ტრანსპორტირებას
გიდის მომსახურებას
განთავსებას სასტუმროში (ქალაქებში) ორადგილიან ნომრებში
განთავსებას სასტუმრო სახლებში (სოფლებში)
კვებას პროგრამიდან გამომდინარე
1 დღეში 1 ბოთლ მინერალურ წყალს ადამიანზე
დისკს ტურის ამსახველი ფოტო მასალით
გამოსამშვიდობებელ ვახშამს ქართულ რესტორანში
პაკეტში არ შედის:
ავიაბილეთის ფასი
ერთადგილიანი ნომრის ღირებულება
სხვა ალკოჰოლური სასმელები, ტურში აღნიშნულის გარდა
სხვა კვება აღნიშნულის გარდა
ტურისტული დაზღვევა
No comments:
Post a Comment